აბაკი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 22 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაკი — (ბერძ. ábax ქვის ფილა; სახაზავი დაფა; ქვიშით დაფარული მაგიდა გამოთვლებისთვის < ებრ. 'āḇāq მტვერი), კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტის კაპიტელის ზედა ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, კვადრატული ან მართკუთხედის ფორმის ფილაა, ბრტყელი (დორიული ორდერი), ჩაზნექილი (კორინთული ორდერი) ან დაპროფილებული ნაპირებით.