მერქანბურბუშელოვანი ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 27 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მერქანბურბუშელოვანი ფილა – ხელოვნური მასალა ფილის სახით, რომელიც მზადდება მერქნის ბურბუშელასა და სინთეზური ფისების ნარევის ცხელი დაწნეხით. დაწნეხის ტემპერატურა 120-190°С, წნევა – 0,2-5 მპა. ფილის ზედაპირი შეიძლება მოპირკეთებული იყოს ხის შპონით, ქაღალდით, პოლიმერით, პოლიმერული აფსკით, პლასტიკით და სხვ.