მორკინვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 23 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მორკინვა
1. ლითონის ნაკეთობის ზედაპირის დაფარვა რკინის თხელი ფენით; 2. ბეტონის ზედაპირის სპეციალური დამუშავება სიმტკიცისა და წყალშეუღწევადობის ამაღლების მიზნით. არის სამი სახის: მშრალი, სველი და პოლიმერული. განსაკუთრებით ეფექტურია ბეტონის იატაკების მოწყობისას. ელექტროლიტური გზით ნაკეთობის ზედაპირზე დატანილი რკინა გამოირჩევა მაღალი ქიმიური სისუფთავითა და, შესაბამისად, კოროზიამედეგობით.