ხალხამი (სანაგვე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 19 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხამი − სახლისა და ეზოს სანაგვე, სახლის უკან სპეციალურად მოწყობილი ადგილი, მაგრამ არა იქ, სადაც ნაკელი გროვდებოდა, არამედ პატივისაგან მოცილებით ცალკე გამართული. იქ იყრებოდა გამოხვეტილი ეზოს ნაგავი, საცხოვრებელში არსებული აბდეს ხანიდან ხალხამში აბდესის სარიტუალო წყალიც გაედინებოდა. ამდაგვარად აღინიშნებოდა სახლს უკან მდებარე სანაგვე თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირებშიც: „ეიღო ეს ჭიქის ნატეხაები და აბდესხანიდან პირდაპირ ხალხამში გუდუძახა”



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები