ნომოგრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:16, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნომოგრამა - (ბერძნული nomos - კანონი, gramma - გამოსახულება), ნახაზი, რომელიც ასახავს ურთიერთკავშირს ცვალებადი სიდიდეების მოცემულ მნიშვნელობასა და ფუნქციის საძებნ სიდიდეს შორის.
ნომოგრამები გამოიყენება სპეციალური საანგარიშო მოწყობილობების სახით, სამხედრო საქმეში - გამოიყენება სარაკეტო დარტყმების, არტილერიის სროლის, იარაღის კომპლექსების და სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტიანობის შეფასებისთვის. ასევე, თვითმფრინავების ფრენის მანძილის, ხანგრძლივობის და სხვადასხვა საინჟინრო გათვლებისათვის.