წერწა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წერწა - Lonicera caucasica Pall
ერწ.-თიან. -წარწი, თხაფსელა, ქვქართლ. - თხიფსელა, გარკახ. - ტყის საფერავი, თუშ. - ჭიჭკოტი, აჭარ.- დათვამოცვა, იმერ. - კეჭკეჭა
წერწა ცხრატყავასებრთა ოჯახიდანაა. უმეტესად დაბლობის ტყეებში ხარობს, თუმცა მთის შუა სარტყელში და უფრო ზემოთაც გვხვდება. გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს ჯაგეკლიან ველებზე ბუჩქნარში, მუხნარ-რცხილნარში. სიმაღლით 3 მ-მდე ბუჩქია, ღია მოყავისფრო ქერქით დაფარული შიშველი ტოტებით. ფოთოლიც ძირითადად შიშველია, ქვედა მხარეზე ოდნავ შებუსვილი. წერწა ყვავის მაისსა და ივნისში. მოვარდისფრომოწითალო ან მოიისფრო ყვავილები ფოთლების იღლიაშია წყვილად განლაგებული.