წერწა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წერწა - Lonicera caucasica Pall
ერწ.-თიან.-წარწი, თხაფსელა, ქვქართლ.- თხიფსელა, გარკახ. - ტყის საფერავი, თუშ.- ჭიჭკოტი, აჭარ.- დათვამოცვა, იმერ. - კეჭკეჭა
წერწა ცხრატყავასებრთა ოჯახიდანაა. უმეტესად დაბლობის ტყეებში ხარობს, თუმცა მთის შუა სარტყელში და უფრო ზემოთაც გვხვდება. გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს ჯაგეკლიან ველებზე ბუჩქნარში, მუხნარ-რცხილნარში. სიმაღლით 3 მ-მდე ბუჩქია, ღია მოყავისფრო ქერქით დაფარული შიშველი ტოტებით. ფოთოლიც ძირითადად შიშველია, ქვედა მხარეზე ოდნავ შებუსვილი. წერწა ყვავის მაისსა და ივნისში. მოვარდისფრომოწითალო ან მოიისფრო ყვავილები ფოთლების იღლიაშია წყვილად განლაგებული.
ნაყოფი მუქი ლურჯი, სიშავეში გარდამავალი ფერის კენკრაა, მწიფდება აგვისტოში და სექტემბერში.