ოოლითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 1 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოოლითი − (ბერძ. ōon კვერცხი და lithos ქვა), სფერული ან ელიფსოიდური ფორმის მინერალური წარმონაქმნი, რომელიც შედგება რკინისა და მანგანუმის ჟანგეულების, სილიკატების, კარბონატებისგან და სხვ. მინერალებისგან. ოოლითი ზომით რამდენიმე მკმ-დან 25 მმ-მდეა. 2 მმ-ზე მსხვილ ოოლითს პიზოლითი ეწოდება.