ქინძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქინძი – (Coriandrum sativum); ერთწლოვანი მცენარე, ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელი (Apiaceae). ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს.საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან.
ქინძი - ბიბლიური მცენარე
„ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად“. (ესაია 11,7)