Nonea rosea
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Nonea rosea (M. Bieb.) Link. - ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ერთწლიანი მცენარეა, შებუსულია გაფარჩხული ბეწვით, ბეწვები ბორცვებზე სხედან. ღერო აღმავალია ან სწორი. სიმაღლე – 14-40 სმ. მარტივი ან დატოტვილი. ქვედა ფოთლები როზეტულია. ფოთლები მოგრძო-უკუკვერცხისებური ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის შევიწროებული, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კიდემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრივია. გვირგვინი იისფერია ან ვარდისფერ-იისფერი. ყვ. III-V; ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან ადგილებში. მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. იზრდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.