გლაივიცის პროვოკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 21 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გლაივიცის პროვოკაცია 1939 - გერმანელთა საიდუმლო სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერაცია პოლონეთზე თავდასხმისათვის.
1939 წლის 31 აგვისტოს ესესელებმა მოაწყვეს გლაივიცის (ზემო სილეზია) რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცენირება. ჰიტლერელთა საინფორმაციო საშუალებებმა მაშინვე გაავრცელეს ცნობა პოლონეთის ამ „თავდასხმის“ შესახებ. დილით, 1 სექტემბერს, გერმანელებმა დაიწყეს ომი პოლონეთის წინააღმდეგ.