ნალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:48, 1 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნალი - ცხენის, ხარის და ვირის ფლოქვებზე დასაჭედი რკინა, რათა ცხოველს სიარულისა და ჯაფის დროს ფლოქვები და ჩლიქები არ გაუცვდეს. ცხენისა და ვირის ნალი სქელია და რკალისებური, ხოლო ხარისა ბრტყელი და ნახევარწრიული. ნალი იკვრება საგანგებო ლურსმნების საშუალებით.
