ფოსფორიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 27 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოსფორიტი – ჯდენადი მთის ქანი, ბოჭკოვანი აპატიტის სახეობა, რომელიც ძირითადად შედგება წვრილკრისტალური ფორმის ფოსფორის მინერალებისაგან. ფერი – ყავისფერი, თეთრი, ნაცრისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო, შავი. შემადგენლობაში, კალციუმის ფოსფატების გარდა, შედის არაფოსფატური მინერალებიც: დოლომიტი, კალციტი, კალცი, გლაუკონიტი, ქალცედონი, თიხა და სხვ. გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სასუქად ეკოლოგიურად სუფთა ფოსფორიტის ფქვილის სახით.