ბიუჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიუჯეტი - (budget) [<ingl. ჩანთა] - სახელმწიფოს, საწარმოს (ფირმის), შინამეურნეობისა და ა.შ. შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა დროის გარკვეულ პერიოდში, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში. არის აგრეთვე დროის ბიუჯეტიც, რომელიც გამოხატავს არსებულ და დახარჯულ დროთა თანაფარდობას. სახელმწიფო ბიუჯეტი შეიძლება იყოს ფაქტობრივი, ციკლური და სტრუქტურული. ფაქტობრივ ბიუჯეტში იგულისხმება ბიუჯეტის ის თანხა, რომელიც დამტკიცდა მოცემულ წელს. იგი შედგება სტრუქტურული ბიუჯეტისა (ითვალისწინებს სახელმწიფო შემოსავლებს, ხარჯებსა და დეფიციტს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ წელს) და ციკლური ბიუჯეტისაგან (რომელიც განიხილება ბიუჯეტზე ეკონომიკური ციკლის ზემოქმედების გათვალისწინებით).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები