აშარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშარა - აფხ.
1. სისხლის ფასის ნატურალური გადასახადი.
2. ტაბუ. ოჯახის რძლებს მამამთილისა და უფროსი მაზლების სახელების ხმამაღლა წარმოთქმა აკრძალული ჰქონდათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მამამთილს სიცოცხლის ბოლომდე არ ელაპარაკებოდნენ, თუ რაიმეს თქმა აუცილებელი გახდებოდა, ბავშვის ან ვინმე ნეიტრალური პიროვნების დახმარებით უნდა გაეგებინებინა.