ბაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 16 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაჟი - სახელმწიფო ფულადი მოსაკრებელი, რითაც იბეგრება შემოტანილი, გატანილი და ტრანზიტული საქონელი, ქონება და სხვადასხვა ღირებული ნივთი.
ქართულ წყაროებში ტერმინი „ბაჟი“ პირველად XI ს-ში იხსენიება გიორგი II-ის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი. სახარების ქართულ თარგმანებში ბაჟს ეწოდებოდა ზუერი (ზვერი).
XI-XIV სს-ში საქართველოში გაძლიერდა საშინაო და განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობა სირიასთან, ეგვიპტესთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან, ინდოეთთან და ა.შ. საბაჟო საქმეს საგანგებო მოხელე - ბურტა, ხოლო უფრო გვიან მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.