განვითარებადი ქვეყნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:24, 12 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განვითარებადი ქვეყნები - (developing countries) - მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ეს სახელწოდება ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის 60-იან წლებში ისეთი სათაკილო გამონათქვამის მაგივრად, როგორიცაა სუსტად განვითარებული ანუ ჩამორჩენილი ქვეყნები. ითვლება, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ქვეყნები, რომელთა მშპ მოსახლეობის ერთ სულზე არ აღემატება აშშ-ის შესაბამისი მაჩვენებლის (43555 დოლარი) ერთ მეხუთედს. თუმცა ასეთი განსაზღვრა არ არის აბსოლუტური, ვინაიდან ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, შუა აღმოსავლეთის ნავთობგადამმუშავებელი ქვეყნები, ამ მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება მივაკუთვნოთ განვითარებულ ქვეყნებს (მაგ., ქუვეითი - 18370 დოლარი), მაგრამ შემოსავლების განაწილებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის მიხედვით, ისინი განვითარებადია.