კოკილსხმული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 1 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოკილსხმული – ფასონური სხმულების ჩამოსხმა ლითონის ყალიბებში – კოკილებში. სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით (წნევის ქვეშ, ცენტრიდანული) სხმულის მისაღებად კოკილში ჩასხმული შენადნობი მყარდება ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე. კოკილის მაღალი სიმტკიცე საშუალებას იძლევა დავამზადოთ ზუსტი ზომის სხმულები ნაწიბურების გარეშე, რომლებიც არ საჭიროებს დამატებით მექანიკურ დამუშავებას. კოკილსხმული გამოიყენება თუჯის, ფოლადის, ალუმინის, მაგნიუმისა და სხვ. შენადნობების წარმოებაში.