ეკოლოგიური ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკოლოგიური ომი - მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენება მისი ბინადრობის გარემოზე ზემოქმედებით (ჰაერის, წყლის, ნიადაგის გაჭუჭყიანება ან დასნებოვნება, ფლორის, ფაუნის განადგურება და სხვა).
1978 წელს ძალაში შევიდა გაეროს მიერ მიღებული კონვენცია გარემო ბუნებაზე სამხედრო ან ნებისმიერი სხვა მტრული ზემოქმედის აკრძალვის შესახებ.