დექსტრინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დექსტრინი (ფრანგ. Dextrine < dextro მარჯვენა მხარეს) – ხსნადი ფისოვანი ნივთიერება, რომელიც მიიღება სახამებლის ჰიდროლიზით. კარგად იხსნება წყალში. გამოიყენება როგორც გამამყარებელი, წებო (ცვლის გუმიარაბიკს) და აქტიური ბიოლოგიური დანამატი.