ხანძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:51, 4 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხანძარი

ხანძარი – დროსა და სივრცეში განვითარებული არაკონტროლირებადი წვა, დიდი და დამანგრეველი ცეცხლი, მოვლენა, რომელიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებს ქვეყანას, გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ხანძარი შეიძლება დაიწყოს შემთხვევით, ბუნებრივად (მაგ., ტყის ხანძარი) ან წინასწარგანზრახვით. ხანძრის საშიში ფაქტორებია: ცეცხლი, ნაპერწკლები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, კვამლი, წვის მომწამლავი პროდუქტები და სხვ. ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს საწარმოო უყურადღებობა, ტყეში კოცონის ანთება, მასალების თვითაალებადობა, ელვა, აირზე მომუშავე ხელსაწყოების გაუმართაობა, მზის სხივების ოპტიკურ სისტემებში გავლა და სხვ. ხანძარს თან ახლავს აქტიური წვის, თბური გამოსხივებისა და დაკვამლიანების ზონები.

არსებობს ხანძრის სახეები: ბუნებრივი, განცალკევებული, ეგზოგენური, ენდოგენური, ინდუსტრიული (ხანძრები ფაბრიკა-ქარხნებში, საცავებში), ლოკალური, მაღაროს, მინდვრის, მიწისქვეშა, მოცულობითი, საქალაქო, საყოფაცხოვრებო, სიღრმული, ტექნოგენური, ტორფის, ტყის, უწყვეტი, შტორმისებრი, ცალკეული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები