სათავისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 1 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სათავისი – გრძივი სამშენებლო კონსტრუქციის (სვეტი, კოლონა, დგარი, ბოძი, მილი, ხიმინჯი და მისთანები) ბოლო ზედა ნაწილი. არსებობს სათავისის სახეები: დერეფნისებრი, კოლონის, მილძაბრისებრი, საყელოსებრი, ჭაბურღილის, ხიმინჯის და სხვ.