კალანდრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:19, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კალანდრი – (ფრანგ. calandre, ბერძნულიდან κύλινδρος სატკეპნი, საწნეხი), ქაღალდის ზედაპირის გამომყვანი მანქანა. კალანდრის ლილვში გატარებული ქაღალდი იღებს გლუვ, სწორ ზედაპირს და იწოდება მოჭიქულად ან სატინირებულად.