ბუტადიენ-ნიტრილური კაუჩუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუტადიენ-ნიტრილური კაუჩუკი (დივინილ-ნიტრილური კაუჩუკი) – ბუტადიენისა და აკრილნიტრილის თანაპოლიმერიზაციის პროდუქტი. სიმკვრივე 940-1020 კგ/მ3. მზადდება ღია ყავისფერი ლენტის, ბრიკეტის, ნაფხვენის სახით. მედეგია მინერალური ზეთის, ცხიმის, ბენზინის მიმართ. ხასიათდება ყინვამედეგობით. ბუტადიენ-ნიტრილური კაუჩუკი გამოიყენება ზეთისა და ბენზინისადმი მედეგი რეზინის ნაკეთობების დასამზადებლად, როგორებიცაა შუასადები, ამორტიზატორი, მამჭიდროებელი, მემბრანა, ქსოვილი, დარეზინებული ელე-მენტი, სახელო და სხვ.