შტრეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შტრეკი − (გერმ. strecke მარშრუტი), ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი არა აქვს მიწის ზედაპირზე და გაიყვანება ფენაში ან წიაღისეულის ბუდობში მათი განვრცობით. ფენის ან ბუდობის ჰორიზონტალურად განლაგებისას შტრეკი გაიყვანება ყველა მიმართულებით, ვინაიდან ჰორიზონტალურ ფენებს არა აქვს განვრცობა და დაქანება.