ფერადი გრავიურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:44, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფერადი გრავიურა – ხელით შესრულებული ფერადი რეპროდუქცია, სრულდება ერთი ან რამდენიმე დაფით. ერთი ფირფიტიდან ბეჭდვის ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ საგრავიურო ტექნიკით დამზადებული ერთ-ერთი ფირფიტა გაფერადდება ორი ან რამდენიმე საღებავით და შემდეგ იბეჭდება ერთ ფერში ბეჭდვის პრინციპით. ფერადი გრავიურის ორი ან რამდენიმე ფირფიტით ბეჭდვის ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ, ერთი ფერისათვის გრავირებულ ფირფიტაზე დაიტანება ერთი საღებავი და მრავალფერიანი ანაბეჭდი მიიღება ყველა საღებავის თანამიმდევრობით ბეჭდვით.