სტრატეგიული ნედლეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 14 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრატეგიული ნედლეული - მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც საჭიროა შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის წარმოების, შეიარაღებული ძალების აღჭურვის, მომარაგებისა და სასურსათო მარაგის შექმნისათვის. იყოფა სამრეწველო, მატერიალურ, ხელოვნურ, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულად.
სტრატეგიული ნედლეულის არსებობა, მისი წარმოების და მოპოვების მასშტაბი განაპირობებს სახელმწიფოს სამხედრო-ეკონომიკური უსაფრთხოების დონეს.