ფურნიტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფურნიტურა (ფრანგ. fourniture < fournir მომარაგება, მიტანა) – დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში, სახელოსნო საქმეში. არსებობს სხვადასხვა სახის ფურნიტურა, მაგ., საავეჯო (ანჯამა, საკეტი, სახელური, დეკორატიული ელემენტები და სხვ.), ტანსაცმლის შესაკერი (ძაფი, ღილი, დუგმა და სხვ.), საათის (მინა, ისარი, ბორბალი, ხრახნი, ქანქარა და სხვ.), საკარე, საფანჯრე, საპირე, სამაგრი, უსჭვალო და სხვა.