აკრილნიტრილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 13 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკრილნიტრილი – (ინგლ. Acrylonitrile), უფერო სითხე დამახასიათებელი სუნით. ქიმიური ფორმულა C3H3N. სიმკვრივე – 806 კგ/მ3, დუღილის ტემპერატურა – 77,3°C. კარგად იხსნება წყალში, ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას. გამოიყენება ქიმიური ბოჭკოს (პოლიაკრილნიტრილის), სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასისა და მისთ. წარმოებაში.