სალოსი
სალოსი - ღვთისთვის სულელი, სინამდვილეში კი ღმერთის უსაზღვროდ მოსიყვარულე, მადიდებელი, გონიერი ადამიანი.
დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. ამ შემთხვევაში საშიშროებაა იმისა, რომ არა თუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს და მოღვაწე ხიბლში ჩავარდეს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. მათთან კავშირი მოძღვართან უნდა შევათანხმოთ, რომ არც ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი და არც მათ შევექმნათ დაღუპვის საშუალებად.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- თათია ნავროზაშვილი