დარიჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დარიჯი – ტერასის აღსანიშნავი ტერმინი მესხეთში. გამოიყენებოდა ხეხილის დარგვა-გაშენებისათვის და ხორბლის დასათესად. ძირითადად განლაგებული იყო მდინარეთა დინების გაყოლებით, ზომიერი დახრილობის ფერდობზე, ნაყოფიერ ნიადაგებზე და მათი ფართობი ბევრად აღემატებოდა საქვეს (მრავალიარუსიანი ნაგებობა) ფართობს. დარიჯი ერთ-, ორ ან მრავალიარუსიანი ნაგებობაა.