შურო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შურო −(რუს. бревноспуск, лесоспуск მორდასაშვები, ხე-ტყის დასაშვები), დახრილი გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი არა აქვს ზედაპირზე, განკუთვნილია მარგი წიაღისეულის საკუთარი წონის გავლენით თვითგორვით ჩაშვებისათვის. შურო გაჰყავთ მხოლოდ ციცაბოდ დახრილ და ციცაბო საბადოებზე, რომელთა ვარდნის კუთხე უზრუნველყოფს წიაღისეულის თვითგორვით მოძრაობას.