კერძო საქონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 28 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერძო საქონელი - (private property, commodity) - ყველა საქონელი თუ მომსახურება, რომელიც მოექცევა საბაზრო მექანიზმის ორბიტაში. მოხმარების ხასიათიდან გამომდინარე, «კერძო საქონელი», ისევე როგორც «საზოგადოებრივი საქონელი», იყოფა ინდივიდუალური და კოლექტიური მოხმარების საქონლად. ინდივიდუალური მოხმარების «კერძო საქონელს» მიეკუთვნება: კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი და სხვ., ხოლო კოლექტიური მოხმარებისას - საზოგადოებრივი კვების კერძო ფირმების მომსახურება, კერძო საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვა, კერძო თეატრების, კინოთეატრების, აბანოების მომსახურება და სხვ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები