სამღვდელმთავრო კვერთხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამღვდელმთავრო კვერთხი - ორნაირია: I. განსხვავებული და გამშვენებული და II. უფრო სადა, რომელსაც მღვდელმთავარი ეკლესიის გარეთ ატარებს. განსხვავებული ანუ სამღვდელმთავრო კვერთხი ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას უპყრია ხელთ; მას აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სიმბოლურად მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი - ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა. პატრიარქის კვერთხის თავზე ორი გველის თავის გამოსახულებაა, მათ ზევით კი ჯვარია, რაც მიუთითებს სატანაზე ანუ გველზე ქრისტეს გამარჯვებას.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.