ტყე-პარკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტყე-პარკი – კეთილმოწყობილი ტყის მასივი, ორგანიზებული განსაზღვრული ლანდშაფტურ-მოცულობით-დაგეგმარებითი სისტემით ნარგავების თანდათანობითი რეკონსტრუქციისათვის, სავალი გზების, სასეირნო ხეივნების, საცალფეხო ბილიკების, მდელოების, წყალჩასაღვრელებისა და სხვა ორგანიზებით. გამოიყენება მოსახლეობის ხანმოკლე დასვენებისათვის ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში.