აგენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:28, 25 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგენტი — (ლათ. agentem (სახელობითი agēns) ქმედითი, ეფექტური, ძლევამოსილი < agere გა- კეთება, შესრულება; მოძრაობაში მოყვანა, მოძრაობის შენარჩუნება, წინ წასვლა, წაყვანა)
- განსაზღვრული ფუნქციის მქონე ბითუმად მოვაჭრე, რომელიც მუდმივად წარმოადგენს კონკრეტულ ორგანიზაციასა და არსებულ საქონელზე იურიდიულად პასუხს არ აგებს;
- ვისიმე დავალებით მოქმედი პირი;
- ამა თუ იმ დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი;
- ამა თუ იმ სადაზვერვო ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი;
- მოქმედი ფაქტორი, რომელიც იწვევს რაიმე პროცესს ან მოვლენას ბუნებაში. არსებობს აგენტის სახეობები: ატმოსფერული, გადამცემი, განმჟანგავი, დინამიკური, ეკონომიკური, თავისუფალი, ინტელექტუალური, კერძო, მადისპერსებელი, მაკოაგულირებელი, მაკოროზიებელი, მაყოვნებელი, მაციებელი, მაძლიერებელი, ორმაგი, პროგრამული, საიდუმლო, სამაცივრო, სამუშაო, სამხედრო, საზღვაო, საშრობი, სპორტული, ქიმიური და სხვ.