გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„გაცვეთილი ფეხსაცმლის” დანახარჯები - (shoe leather costs) – საჩეკო ანგარიშიდან ვალუტის გამოსატანად ბანკში სიარულთან დაკავშირებული დანახარჯები. საქმე ისაა, რომ საშუალოვადიან პერიოდში რეალურ საპროცენტო განაკვეთზე ინფლაცია ზემოქმედებას არ ახდენს. ინფლაციის ზრდა ნომინალური საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე აისახება, რაც ფულის ფლობის მაღალ ალტერნატიულ დანახარჯებს იწვევს. საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკური სუბიექტები თავიანთ ფულის მარაგს ბანკში უფრო ხშირი სიარულით ამცირებენ, რითაც გამოიხატება „გაცვეთილი ფეხსაცმლის” დანახარჯები. ეს დანახარჯები ნაკლები იქნებოდა, რომ ქვეყანაში ინფლაციის ზრდის ტემპი ნაკლები ყოფილიყო, რაც დადებით გავლენას მოახდენდა საქმიან გავლენას მოახდენდა საქმიან აქტიურობაზე.