მერკანტილიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 4 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერკანტილიზმი - (mercantilism) [<ital. mercante ვაჭარი, მოვაჭრე] - პირველი ეკონომიკური მიმართულება, მიმდინარეობა, რომელიც სავაჭრო ბურჟუაზიის ინტერესებს გამოხატავდა XVXVII საუკუნეებში. ამ მოძღვრების პრინციპი ასეთი იყო: მოგება წარმოიქმნება მიმოქცევის სფეროში. ფულის საზღვარგარეთ გატანა ამცირებს ქვეყნის სიმდიდრეს, შემოტანა კი - ამდიდრებს. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ადრინდელი მერკანტილიზმის (აღმოცენდა XV საუკუნის უკანასკნელ მესამედში, არსებობდა XVI საუკუნის შუა პერიოდამდე) წარმომადგენლებს (უ. სტაფორდი, გ. სკარუფი, დ. სანტისი და სხვ.) ქვეყნის სიმდიდრის ზრდის აუცილებელ პირობად მიაჩნდათ აქტიური ფულადი ბალანსი, გვიანდელი მერკანტილიზმის (განვითარდა XVI საუკუნის შუა პერიოდიდან, აყვავებას მიაღწია XVII საუკუნეში, დაშლა დაიწყო XVIII საუკუნიდან, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა ფიზიოკრატიზმით) წარმომადგენლებს (თ. მენი, ა. სერა, ა. მონკრეტიენი და სხვ.) კი - აქტიური სავაჭრო ბალანსი. XVIII საუკუნის შუა ხანებში ეკონომისტთა ყურადღებამ მიმოქცევის სფეროდან წარმოების სფეროში გადაინაცვლა. მერკანტილიზმი შეიცვალა ფიზიოკრატიზმით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები