ენგელის კანონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ენგელის კანონი - (Engel’s law) - მოხმარების ემპირიული კანონი, დადგენილი ერნსტ ენგელის მიერ. კანონის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეროვნული შემოსავლის ნაწილი, დახარჯული კვების პროდუქტებზე, კეთილდღეობის კარგი ინდიკატორია. რაც უფრო მცირეა ეს ნაწილი, მით უფრო მაღალია კეთილდღეობა.