ექსტერიტორიულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:38, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექსტერიტორიულობა - (ლათინური exterritoriali – ქვეყნის გარეშე), საერთაშორისო სამართალში ნიშნავს განთავისუფლებას მისი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან. ითვალისწინებს უცხოეთის წარმომადგენლების მიერ დაკავებული შენობების (საელჩო, მისია) ხელშეუხებლობას, გადასახადებისგან განთავისუფლებას, საკუთარი დროშის აღმართვის უფლებას და სხვა.
ექსტერიტორიულობით სარგებლობენ, აგრეთვე სამხედრო ხომალდები უცხოეთის ნავსადგურებში, საჯარისო ნაწილები და თვითმფრინავები, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვით.