ასოციაცია (ორგანიზაცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:11, 30 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასოციაცია - (association) [<ლათ. associatio გაერთიანება]), იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, შექმნილი ეკონომიკური (სამეურნეო), პოლიტიკური, სამეცნიერო და სხვა მიზნების მისაღწევად. ეკონომიკური ასოციაცია იქმნება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. კონცერნისაგან განსხვავებით, იქ შეზღუდვები ნაკლებად მკაცრია.