მწარმოებელთა ფასების ინდექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მწარმოებელთა ფასების ინდექსი - (producer price index) - მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შუალედური მოხმარების ნედლეულზე, მასალებსა და სხვა საქონელზე ფასების ცვალებადობის საშუალო დონეს საბაზისო პერიოდთან შედარებით. გამოიყენება მეპ-ის მაქსიმალურად დეტალიზებული კომპონენტების შესადარ ფასებში გასაანგარიშებლად.