საკვანძო კომპეტენტურობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 24 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკვანძო კომპეტენტურობის თეორია - (core competence theory) – კონკურენციის თეორია, რომელიც ასახავს იმ ახალ ტენდენციას, რომელიც ყალიბდება კომპანიებში კოლექტიური ცოდნის სახით. ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე აგებული საკვანძო კომპეტენტურობა ხელს უწყობს კომპანიებს არსებული სამეწარმეო თვისებების კოორდინირებასა და განვითარებაში, ინოვაციებზე ორიენტირებული, მუდმივად ცვალებადი ტექნოლოგიური ნაკადების ინტეგრირებაში. ეს ტერმინი პირველად გამოქვეყნდა 1990 წელს «Harward Business Review»-ში ჰარვარდის ბიზნესსკოლის წარმომადგენლების ს. პრაჰალადისა და მ. ჰამელის სტატიაში - «საკვანძო კომპეტენტურობა და ორგანიზაცია».


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები