სალდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალდო - (saldo) [იტალ. სალდო ანგარიში, ნაშთი] - სხვაობა - საწარმოს ფულად შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში; საერთაშორისო ვაჭრობაში სხვაობა ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის ღირებულებას შორის (სავაჭრო ბალანსის სალდო). საერთაშორისო საგადასახადო ანგარიშსწორებაში სხვაობა ქვეყნის საზღვარგარეთულ გადასახდელებსა და შემოსავლებს შორის (საგადასახდელო ბალანსის სალდო).