სარეზერვო ნორმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარეზერვო ნორმა - (reserve rate) – ბანკების რეზერვების (რომელიც წარმოდგენილია ნაწილობრივ ნაღდი ფულის სახით, ნაწილობრივ კი ცენტრალურ ბანკში მოცემული ბანკის ანგარიშზე) მათ საჩეკო დეპოზიტებთან შეფარდება, რაც, როგორც წესი, 10%-ს შეადგენს. ბანკები დარჩენილ 90%-ს სესხების გასაცემად ან ობლიგაციების შესაძენად იყენებენ.