ზურაბ აბაშიძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაშიძე ზურაბ – დაიბადა 1973 წლის 3 მაისს ქ. თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (2002-2004);
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2004-2005);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2005-2007).
- პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი (2009-2010).
- ქ. თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი (2010-2012): საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №6 სამგორის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2015). დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. (2012-2015)
2017-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ყირგიზეთის რესპუბლიკასა და მონღოლეთში
ენები:
თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები:
ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო, ოქროს მედალი —„ყაზახი ხალხის ერთიანობისთვის“, ყაზახი და სხვა ეროვნების ხალხს შორის კავშირების განმტკიცების, კულტურული დაახლოების, სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთოებების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვი