ქაცარავა სოფიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავა (Katsarava Sophie), ქართველი დიპლომატი, 2020-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში
დაიბადა 1976 წლის 8 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1999 – დაამთავრა ილია ჭაჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1997-2004 – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი;
2005-2016 – დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მდივანი; 2016 – პარტია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების გან-ის მრჩეველი;
2016–12/2019 – მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
04/2020 – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
მინიჭებული აქვს მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის ჯილდო MBE (ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრი) საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში გაწეული წვლილისათვის.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები