ფანჯიკიძე მაია
მაია ფანჯიკიძე – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, (2012): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2004-2007), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში (2007-2010)
დაიბადა 1960 წლის 16 ოქტომბერს თბილისში.
განათლება
1977-1979 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი; –
1979-1983 – იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი;
1983-1986 – შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი (ასპირანტურა).
პედაგოგიური გამოცდილება:
1983-1994 – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი;
1988-1994 – თსუ დოცენტი;
2010-2012 – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
1992-1994 გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე;
2015-2016 – რომში ნატო-ს კოლეჯის მიწვეული ლექტორი;
2018 – ბრემენის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
დიპლომატიური გამოცდილება
1994-2004 – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, მრჩეველი, დესპანი;
2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2012-2014 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მთარგმნელობითი საქმიანობა:
მაქს ფრიშის, თომას ბერნჰარდის, პეტერ ჰანდკეს, რობერტ მენასეს, ბერნჰარდ შლინკის, გერჰარდ ბაუმის, ეგონ ბარის, ჰენრი კისინჯერის და სხვათა ნაწარმოებების ქართული თარგმანების ავტორი.
ფლობს: გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები:
ავსტრიის რესპუბლიკის ღირსების უმაღლესი ოქროს ორდენი ვარსკვლავით, 2019.