სქიმა
სქიმა - (ძვ. ბერძ. გარეგნული სახე, ფორმა) - მონაზვნობისა და ბერობის ფორმა, რომელიც გვხვდება ორ ხარისხში - მცირე და დიდი სქიმა. მცირე სქიმით იმოსებიან მორჩილები ბერად ან მონაზვნად აღკვეცისას. დიდი სქიმა არის ბერ-მონოზონთა უმაღლესი ასკეტიკური ხარისხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამონაზვნო სქიმა სიმბოლურად გამოხატავს უდაბნოში მოღვაწე წმ. იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბეწვით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ერტყა.
დიდი სქიმის მიმღები ბერების ხარისხის სახელწოდებას წინ ემატება „სქიმ“ (მაგ, სქიმმონაზონი, სქიმიღუმენი, სქიმარქიმანდრიტი და ა.შ.) ჩვეულებრივ ისინი ცხოვრობენ სხვა საძმოებთან განცალკევებით.
(სქიმაჲ E) ბერძულია, ნ ა კ ვ ე თ ს ჰქვიან ZAB. ნაკვეთი. ს ქ ი მ ა ეწოდების ნ ა კ ვ ე თ ს ა, ხოლო მონაზონნი რა შეიმოსენ სქიმასა (სქემასა Ca), ჯერ–არს განიკვეთოს მსოფლიოთა საქმეთაგან CD. სქიმაჲ, რომელ არს ნაკვეთი E1.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ლექსიკონი ქართული