სქოლასტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 3 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სქოლასტიკა - (ბერძ.) სწავლება. შუა საუკუნეებში გაბატონებული ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ცდილობდა თეორიულად გაემართლებინა ეკლესიის ახალი დოგმატები ფორმალურ-ლოგიკური არგუმენტებით. ეს ძირითადი სწავლებაა პაპისტებისათვის, ხოლო მართლმადიდებლობაში სკოლასტიკამ ფეხი ვერ მოიკიდა. სქოლასტიკური ერთ-ერთი დოგმატია: „მიზანი ამართლებს საშუალებას“.

გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს შუა საუკუნეებში, სკოლათა (scholae) აღზევების ჟამს ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და სამეცნიერო (შვიდი თავისუფალი ხელოვნება, მედიცინა, სამართალი და მექანიკის დარგები) მიმდინარეობას, რომელმაც განვითარების სამი ფაზა განვლო (XI-XII სს.: პირველი სქოლასტიკა; XII-XIV სს.: დიდი სქოლასტიკა; XIV-XV სს.: გვიანი სქოლასტიკა) და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენდა გავლენას დასავლეთის კულტურულ ცხოვრებაზე. ავტორიტეტსა (გამოცხადება) და რაციონალურობას (განსჯითი ინტერპრეტაცია) შორის დიდაქტიკური ურთიერთობის წყალობით სქოლასტიკამ ხელი შეუწყო კულტურის ჰუმანიტარულ აღქმას და ცოდნის ორგანულ სისტემატიზაციას სამყაროს ქრისტიანული ხედვის ფარგლებში.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ...
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები